თაკო ჩარკვიანი - „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის
თაკო ჩარკვიანი - „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, სადაც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შეუქმნიან მთავრობას და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

„რამდენადაც ვიცი, ყველა ვთანხმდებოდით, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ „ოცნებასთან“. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის გაფორმებულია და ამისთვის მემორანდუმი სჭირდებათ? მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია, მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის.

შეიძლება, ვიღაცამ გამოაცხადოს დასავლეთის მომხრე ვარო, მაგრამ ძალიან არასიმპატიური და თაღლითი იყოს. ინდულგენცია კი არ არის ის, რომ თქვა, რომ მე დასავლეთის მომხრე ვარ. ამიტომ დაფიქრება გმართებს. არ ვიცი, რას გულისხმობენ, ვერ გავიგე, ცოტა გამეცინა. ვერ გამოვიცანი მათი იურიდიული გამაგრება ამ დოკუმენტის. სასაცილოდ მომეჩვენა და ის, რაც სასაცილოდ მეჩვენება, მგონია, რომ ცუღლუტობენ. სრულიად სხვაგვარად გადანაწილდება ყველაფერი, სრულიად სხვა ვითარება მოდის და არ მგონია, „ევროპულ საქართველოს“ ასე ოპტიმისტურად ჰქონდეს საქმე. ჯერ კიდევ მაშინ უფრო ვიწრო წრე რომ იყო, ვერ მოაგროვეს იმდენი ხმა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გასულიყო. ახლად შექმნილ პარტიებს ყოველთვის უფრო მეტი შანსი აქვთ, რადგან ადამიანები მათ სისუფთავეს უფრო სხვა თვალით უყურებენ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.