თაკო ჩარკვიანი - ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ნიჭიერი ხალხით და ხელში არაფერი გვაქვს
თაკო ჩარკვიანი - ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ნიჭიერი ხალხით და ხელში არაფერი გვაქვს

ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი და დღეს მე ვფიქრობ, ამან შეგვკრიბა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა სტრატეგია „აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი, რაშიც სტრატეგია „აღმაშენებელი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი შეწუხდა და ვფიქრობ, ყველა მონდომებულია და ელოდება, რას ვაპირებთ. როგორ ფრთხილადაც მე გამოვიარე ამ ბილიკზე, ოღონდ მიზანმიმართულად, ასე ფრთხილად და მიზანმიმართულად მივიყვანოთ ეს ქვეყანა ბოლომდე. ქუჩაშიც რომ გავიდეთ, ყველა გვეტყვის, რა გვეშველება, რა ვქნათ. ეს კითხვა არავის აძინებს. ქვეყანა კრიზისიდან არის გამოსაყვანი და დღეს მე ვფიქრობ, ამან შეგვკრიბა. ჩვენი გაერთიანებაც ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მოხდა. ყველა ძალიან განვიცდით, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ნიჭიერი ხალხით და არაფერი ხელში არ გვაქვს. დიდი ლიტერატურა, დიდი მწერლობა, ნიჭი, ფლოკლორი გვაქვს, გვყავს ლამაზი ხალხი. მემატიანეც კი ამბობს – ახოვანნი, ლამაზნი, ტანადნი და კიდევ იქ ტირეა, მაგრამ იმ ტირეს არ ვიტყვი, რადგან აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ის ტირე არ არსებობდეს. ჩვენ ვართ ლამაზნი, ტანადნი, ახოვანნი. 30 წლის ვიღაც ნათაღლითარი პოლიტიკოსები წრეზე ატარებენ ჩვენს ქვეყანას და ვერ მოვერიეთ. რვა წელია, თავზე ჩამოგვემსხვრა არათუ ოცნება, სახელმწიფო ინსტიტუციები“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი