თაკო ჩარკვიანი - დასავლური ვექტორის პარტია დიდ ვარდნას განიცდის, უპირველესი პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარეზეა 
თაკო ჩარკვიანი - დასავლური ვექტორის პარტია დიდ ვარდნას განიცდის, უპირველესი პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარეზეა 

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ძალიან არასასიამოვნოა ის პროცესები, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ დასავლური ვექტორის პარტია „დიდ ვარდნას განიცდის“.

როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, ეს პარტიის მოქმედი თავმჯდომარის პირობებში ხდება, რის გამოც უპირველესი პასუხისმგებლობა მასზეა.

„მათი წევრი არ ვარ, მაგრამ გარედან რასაც ვუყურებ, ძალიან უსიამოვნოა. ფაქტი ერთია, რომ ძალიან მაღალი პროცენტის დასავლური ვექტორის პარტია დიდ ვარდნას განიცდის და ეს, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის ხელში მოხდა. ფაქტებით ვსაუბრობ, მის ხელში იკლო პროცენტმა, ეს კატასტროფაა. მას ჰქონდა 29-30 პროცენტი და ახლა რვა პროცენტამდეა დასული. ასეთი დაპირისპირება სწორი არ არის და არავის გვარგებს. დასავლურ ვექტორის ოპოზიციური პარტიის გაბითურება კარგი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირველესი პასუხისმგებლობა თავად მოქმედ თავმჯდომარეზეა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.