თაკო ჩარკვიანი - არჩევანი გიორგი ვაშაძეზე იმიტომ შევაჩერე, რომ ამ ადამიანის გაკეთებული პროექტები ვნახე
თაკო ჩარკვიანი - არჩევანი გიორგი ვაშაძეზე იმიტომ შევაჩერე, რომ ამ ადამიანის გაკეთებული პროექტები ვნახე

არჩევანი გიორგი ვაშაძეზე იმიტომ შევაჩერე, რომ ამ ადამიანის გაკეთებული პროექტები ვნახე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა ზუგდიდში, სადაც პოლიტიკური გაერთიანება მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და ხალხს წინასაარჩევნო პროგრამას აცნობს.

ამასთან, როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში გაჭირვებაა, რასაც მხოლოდ სიტყვით ვერ უშველი, არამედ საჭიროა ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებსა და პროექტებში ერკვევა.

„ჩამოვედით ზუგდიდში. შეხვედრები გვაქვს, დავდივართ მთელს საქართველოში, ვაცნობთ ჩვენს პროგამას. ხალხს ძალიან უჭირს, ძალიან დიდი გაჭირვებაა. გაჭირვებას მარტო სიტყვის თქმით ვერ უშველი. ამას სჭირდება ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად, ერკვევა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებში და პროექტებში, რომელი პროექტებიც წარვადგინეთ. ეს არის სოფლის მეურნეობის პროექტები, ტურიზმის განვითარების გეგმა. რეგიონალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია. შეუძლებელია, უთხრა ადამიანებს, რომ აი, მოვალ და ყველაფერი კარგად იქნება. მოვალ არა, უნდა აჩვენო, როგორ მოხვალ. არჩევანი რატომ შევაჩერე გიორგი ვაშაძეზე. რატომ გაერთიანდა ორი პარტია, „ახალი საქართველოდან“ „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმიტომ, რომ ვნახე უკვე ამ ადამიანის გაკეთებული პროექტები, არა მარტო საქართველოში. ეს გახლავთ იუსტიციის სახლი და არა მხოლოდ იუსტიციის სახლი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.