თაკო ჩარკვიანი - არავის დახმარება დაგვჭირდებოდა, მათ შორის არც მამუკას, ჩემი ოჯახის ნაშრომი და განადგურებული დაებრუნებინათ, ის მერჩივნა
თაკო ჩარკვიანი - არავის დახმარება დაგვჭირდებოდა, მათ შორის არც მამუკას, ჩემი ოჯახის ნაშრომი და განადგურებული დაებრუნებინათ, ის მერჩივნა

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

გუშინ რამდენიმე ფეისბუქმომხმარებელმა თაკო ჩარკვიანს მიმართა:

„ქ-ნო თაკო, ვინაა ბიძინას მონა? თქვენ ძმას ხუთი ოპერაცია დაუფინანსა ისრაელში, ძმა გაგიცოცხლა, მამათქვენი იღებდა მისგან 5 000-ს (25 წლის განმავლობაში ყოველთვიურად), მისი დასაფლავების ხარჯები გაიღო, მიხვედით, მამაჩემზე დანიშნული შემწეობა დედაჩემს დაუტოვეთო … კიდევ რამდენი არ ვიცით … და ჩვენ ვართ ბიძინას მონები? აბა, დაფიქრდით! (ქმარი კი მილიონერი გყავთ, უხერხული ხომ არაა ?)“,- წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

თაკო ჩარკვიანი ამის პასუხად ამბობს, რომ მის ოჯახს წართმეული ქონება არ დაუბრუნეს. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ეს ქონება რომ დაებრუნებინათ, მის ოჯახსა და მამუკა ჩარკვიანს არავის დახმარება არ დასჭირდებოდა.

„ეს მინდა ვთქვა, „დეზინფორმირებული“ ადამიანების გამო: მადლობა – მადლიერება, ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას, სრულიად დეზინფორმირებულნი, ამ საკითხის გარშემო, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მათ გასაგონად ვთქვა, არავისი არაფერი მართებს ჩვენს ოჯახს, სრულიად, რადგან დიდი ვალი აქვს სახელმწიფოს პირადად ჩემი ოჯახის, რომელიც „შეიტყაპუნეს“ ბატონო! ჰოდა, არავისი დახმარება დასჭირდებოდა ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს ბატონო, (მათ შორის, არც მამუკას ოპერაცია) ჩემი ოჯახის ნაშრომი და განადგურებული აღედგინათ და დაებრუნებინათ, მერჩივნა (არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინეს) მორჩა წერტილი!!! ps).

არ დაგიბრუნებ მე შენ ნაშრომს, სიმწრით კრედიტით და წვალებით, ფეხზე დამდგარ საწარმოს და მილიონებს (ჩემი დანიშნული ჩინოვნიკები და ხელის ბიჭები, შეიტყაპუნებენ) და დაგეხმარები ოპერაცია თუ დაგჭირდება, ან კიდევ რაიმე, იფ რა კარგია არაა??? „კეთილშობილური ქველმოქმედება“ და ზედ კიდევ, სახელმწიფოებრიობის დათმობას მოგთხოვ! ანგარება ჰქვია მაგას, „ძვირფასო“ დეზინფორმირებულებო და მთელს ქვეყანას თუ გაუცრუე იმედები, მოგვატყუე და რუსული კორუფციული მართვის ქვეყანას სთავაზობ ხალხს, ნარკოწარმოებით და ზედ კიდევ თუ პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორს სთავაზობ, მაინც მადლიერი უნდა ვიყოო? რა საინტერესო „ლოგიკა“ – არ ვიზიარებ საბედნიეროდ!“,- წერს თაკო ჩარკვიანი.