თაკო ჩარკვიანი - არა მარტო თაკო ჩარკვიანის, მთლიანად „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არის მყარი, მყარი და მყარი
თაკო ჩარკვიანი - არა მარტო თაკო ჩარკვიანის, მთლიანად „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არის მყარი, მყარი და მყარი

არა მარტო თაკო ჩარკვიანის, არამედ მთლიანად „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არის ურყევი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„მყარი, მყარი, მყარი, არა მარტო თაკო ჩარკვიანის, არამედ მთლიანად „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არის ურყევი და თქვენ ნახეთ, როგორი წყენა მოყვა იმას, რომ გიორგის სახელი და გვარი გაჟღერდა იმ ადამიანებთა შორის. იწყინა, რადგან არაერთგზის გაუკეთებია მას განცხადება. ეს იყო სწორედ წყენის მიზეზი გიორგის მხრიდან, რატომ გაჟღერდა ჩემი და აღელდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე არ მესმის, ხალხს უთხრა, არ შევდივარ და მერე უცებ ისევე მშვიდად შექანდე, ეს მორალური მხარეა.

ჩვენ ვისაუბროთ სამართლებრივ მხარეზე.პროკურატურაში შეიტანა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და არა მარტო ჩვენ, სხვა პარტიებმაც მივმართეთ საოლქო სასამართლოებს და პროკურატურას. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ სისხლის სამართლის დანაშაულია და შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ გამყალბებელთან შესვლა მოქმედებაში ეს თანამონაწილეობაა და სამართლებრივად ეს არის კატასტრობა და მორალურად უბრალოდ ძალიან ცუდი, ამდენად გამოვრიცხავთ. მე გიორგისგან ერთი საათის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე შესვლას არ აპირებს, ეს განცხადება გააკეთა ეთერში. მე სიის ჩახსნას ვაპირებ. ხელისუფლება არაფერზე არ მოდის, რაც შევთავაზეთ. რისთვის უნდა შეხვიდე, მონა მოსამსახურედ ხომ არ შეხვალ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ჩარკვიანი ამბობს, რომ ამას სკეპტიკურად უყურებს.

„რაც შეეხება კომისიას, მე რატომ ვუყურებ ამას სკეპტიკურად, პირველად არ არის, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემაც გააჟღერა, იქნებ კომისია და ამ დროს ჩვენ წამოგვეწია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც გარკვევით წერია, რომ სასამართლოში არის კლანი. შეიძლება, იქ გააკეთო კომისია და ის კომისია აუცილებლად დაუბრუნდება სასამართლოს. აგერ, სასამართლოში კლანიაო. ეს არის თამაში და მე მეუხერხულება. მანდატი მინდოდა იმისთვის, რომ მოვემსახურო ამომრჩეველს. ამ ასაკში რატომ გადავწყვეტდი პოლიტიკაში შესვლას, თუ ეს მანდატი ხალხს არ ემსახურება“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.