თაკო ჩარკვიანი - არ მიყვარს, როდესაც რამე დოკუმენტი შედგება და მისი ცვლილების მცდელობაა, არ მიყვარს მე ასე მუშაობა, არ შეიძლება
თაკო ჩარკვიანი - არ მიყვარს, როდესაც რამე დოკუმენტი შედგება და მისი ცვლილების მცდელობაა, არ მიყვარს მე ასე მუშაობა, არ შეიძლება

არ მიყვარს, როდესაც რამე დოკუმენტი შედგება და იმ დოკუმენტის ცვლილების მცდელობაა. არ შეიძლება ამის დაშვება. ჩვენ ახლა უნდა ვიბრძოლოთ, როგორმე მივიღოთ რეფორმირებული საარჩევნო სისტემა, ეს არის ის, რაც მიგვიყვანს ჩვენ ახალ, განვითარებულ ქვეყნამდე, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„ეს ჩვენი კაპრიზი კი არ არის. საარჩევნო სისტემის რეფორმა არის უმთავრესი საკითხი, რის გამოც საერთოდ ეს პროტესტი და ბოიკოტი იყო და რის გამოც შეიქმნა შარლ მიშელის დოკუმენტი. იქ ამნისტიაში დაამახინჯეს ადგილი, იქ საარჩევნო სისტემის დროს არ არის სრულფასოვნად მიყვანილი ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. არ მომწონს, არ მიყვარს მე ასე მუშაობა, ეს არის ნახევარი მუშაობა. არ შეიძლება, ვის ვატყუებთ? ჩვენს ამომრჩეველს ვატყუებთ? ჩვენ ხომ დავპირდით, რომ სრულფასოვნად გაკეთდებოდა ის რეფორმები, რაზეც შევთანხმდით დოკუმენტით. რაც მე ვნახე ეს არ არის ბოლომდე სრულფასოვნად მიყვანილი. ამიტომ, ჩავთვალე რომ უნდა მიმეცა წინააღმდეგი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.