თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ კვირაში გადაწყვეტს, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ კვირაში გადაწყვეტს, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემდეგ კვირამდე ითხოვა დრო საბოლოო პასუხისთვის, ყველა პარტია ამ პასუხს ელოდება და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ახლა არ არის ჯიბრის, ბზარის ხელოვნურად შეტანის დრო, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა „ძალა ერთობაშია“, რომელიც წარმატებული პროექტი იყო, შენარჩუნდეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონსულტაციები მიმდინარეობს. ბევრი ემხრობა იმ აზრს, რაზეც ახლა მეც ვსაუბრობ. ბევრი ემხრობა, რომ არ დაიშალოს „ძალა ერთობაშია“, მეც აქეთკენ ვიხრები. ვფიქრობ, ღირებულებების გამო, ღირს, დაველოდოთ საბოლოო პასუხს. თუ იტყვიან საბოლოოდ, რომ გავდივართ ან კიდევ არ მოვლენ შემდეგ შეხვედრებზე, უკვე გამოჩნდება. პრინციპში, კონსულტაციებიც ამას მოწმობს, რომ ვერ თანხმდებიან, დაიშალოს თუ არა ერთობა. თუ გადასძლია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრმა შიგნით, რომ მაინცდამაინც დაიშალოს და მათ ცალკე უნდათ გასვლა, ბუნებრივად წარმოიქმნება ბლოკები. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა ცალკე, მერე ჩვენ ვისაუბრებთ ბლოკზე. ახლა, ამ წამს იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩემი და გიორგი ვაშაძის გაერთიანებასაც ნუ გამორიცხავთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.