ტაკეში კასაი – საზოგადოება მზად უნდა იყოს ცხოვრების ახალი სტილისთვის
Philippines WHO Regional Conference
სულ მცირე ვაქცინამდე ან კორონავირუსის ეფექტიანი სამკურნალო საშუალების შექმნამდე არსებული ვითარება ჩვენი ახალი რეალობაა, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„საზოგადოება მზად უნდა იყოს ცხოვრების ახალი სტილისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაკეში კასაიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას და არა ერთბაშად.