ტაჯიკეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის მიუხედავად, საფეხბურთო სეზონი გაიმართება.
ტაჯიკები იმედოვნებენ, რომ უფეხბურთობის დროს, ამ ტურნირისადმი ინტერესი უცხოეთშიც გაუჩნდებათ. სეზონი 4 აპრილს ტაჯიკეთის სუპერთასის მატჩით გაიხსნება.
საქმე ისაა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება არ შეინიშნება და ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთის თამაში უსაფრთხო იყო.
ამასთანავე, ქვეყანაში სიფრთხილის ზომები მიიღეს: ტაჯიკეთის სუპერთასის მატჩი და ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება.
შეგახენებთ, ამჟამად საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიოს მხოლოდ ორ ქვეყანაში ტარდება – ბელარუსსა და ნიკარაგუაში.