ამას ვერავინ წარმოიდგენდა - უკრაინელებმა ტაჯიკეთის ჩემპიონატის რეპორტაჟი შეიძინეს
ამას ვერავინ წარმოიდგენდა - უკრაინელებმა ტაჯიკეთის ჩემპიონატის რეპორტაჟი შეიძინეს

უკრაინული ტელეარხი „სპორტ 1“ ტაჯიკეთის ჩემპიონატით დაინტერესდა და ამ აზიური ქვეყნის ჩემპიონატის მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი აჩვენა.

კორონავირუსის გამო, მთელ მსოფლიოში სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია და ეთერის შესავსებად, ტელეკომპანიამ აქამდე სრულიად უინტერესო ლიგის მატჩები შეისყიდა.

უკრაინულმა არხმა დღეს ტაჯიკეთის ჩემპიონატის პირველი მატჩის ტელერეპორტაჟი აჩვენა. ერთმანეთს „ისტარავშანი” და „კუკტოში” ხვდებოდნენ.

ტაჯიკეთში ჩემპიონატის პირველი ტური უკვე ჩატარდა. აქამდე უკრაინულმა ტელეარხმა ბელორუსის ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩვენების უფლება შეიძინა.

კორონავირუსის გამო, მთელს მსოფლიოში სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია და მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ტარდება – ბელარუსში, ტაჯიკეთში, ნიკარაგუასა და ბურუნდიში.