ტაივანში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა
ტაივანში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

ტაივანში ვიზიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. სეულში პელოსი თავის კოლეგას, სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერს კიმ ჯინ პიოს და სხვა კანონმდებლებს შეხვდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მოლაპარაკებები რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და კლიმატურ საკითხებს შეეხებოდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა და სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გამოთქვეს შეშფოთება ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით. შეხვედრისას ნენსი პელოსიმ კორეის კუნძულის დენუკლერიზაციის მხარდაჭერა გამოხატა.

დღეს, მოგვიანებით, ნენსი პელოსი სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე გეგმავს ჩასვლას, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით გაერო-ს მეთაურობა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები ერთობლივად პატრულირებენ.