ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ათამდე სამხედრო ხომალდმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კიდევ ერთხელ გადაკვეთა
ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ათამდე სამხედრო ხომალდმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კიდევ ერთხელ გადაკვეთა

ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ათამდე სამხედრო ხომალდმა და 20-მდე თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი კიდევ ერთხელ გადაკვეთა.

საუბარია არაფორმალურ გამყოფ ხაზზე, რომელიც მატერიკულ ჩინეთსა და ტაივანს შორისაა გავლებული.

ჩინეთი უკვე მეორე დღეა, ტაივანის გარშემო მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რეალური ცეცხლის გამოყენებით, მას შემდეგ, რაც ტაივანს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია.