ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ტაივანის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი აღმოაჩინეს. მათგან 20-მა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი ან დაარღვია ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა.

საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები.

ცნობისთვის, ჩინეთის ეს ქმედება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტაივანისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვას მოჰყვა. როგორც ცნობილია, აშშ ტაივანს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების აღჭურვილობასა და სხვა სამხედრო სისტემებს მიჰყიდის.