ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ნიუ იორკში მსოფლიოს არაერთ ლიდერს შეხვდება

14:55, 25.09.2025

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინ ჩია-ლუნგი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, ნიუ იორკში მსოფლიოს არაერთ ლიდერს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს

როგორც მედია წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირის განმავლობაში ნიუ-იორკში იმყოფებოდა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ღონისძიებებში ტაივანის მონაწილეობას.  გამოცემის ცნობით, ტაივანს ასევე ეკრძალება გაეროს გენერალური ასამბლეის ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება.

მათივე ინფორმაციით, ლინ ჩია-ლუნგი ნიუ იორკში ამერიკული საკონსულტაციო ფირმა American Global Strategies-ის მიერ ორგანიზებულ მიღებაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი