ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი კუნძულზე შეჭრისთვის ემზადება
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი კუნძულზე შეჭრისთვის ემზადება

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი კუნძულზე შეჭრისთვის ემზადება. ჯოზეფ ვუმ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ჩინეთი განაგრძობს სამხედრო წვრთნებს ტაივანის სიახლოვეს.

ტაიპეიში ამტკიცებენ, რომ ჩინეთმა რამდენჯერმე გადაკვეთა ტაივანის სრუტეში გამავალი არაოფიციალური გამყოფი ხაზი.

„ჩინეთი ამ წვრთნებს ტაივანში შეჭრის მოსამზადებლად იყენებს. პეკინი ატარებს ფართომასშტაბიან სწავლებას, უშვებს რაკეტებს და აწარმოებს კიბერშეტევებს. ასევე ატარებს დეზინფორმაციულ კამპანიას, ეს მიმართულია ტაივანელების მორალურად გატეხვისკენ“, – განაცხადა ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საპასუხოდ ტაივანმა თავადაც წამოიწყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც გამოყენებული იყო არტილერია.

ჩინეთმა ტაივანთან სიახლოვეს სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს მას შემდეგ წამოიწყო, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და პეკინში უცხოელი პოლიტიკოსების მასთან შეუთანხმებლად ჩასვლას ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.

ტაივანთან ჩინეთის წვრთნებს შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა ბაიდენის თქმით. მას არ მიაჩნია, რომ ჩინეთი ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.