ტაივანის პრეზიდენტი - ტაივანის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ პეკინს არ ვეკუთვნით
ტაივანის პრეზიდენტი - ტაივანის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ პეკინს არ ვეკუთვნით

ტაივანის დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ პეკინს არ ვეკუთვნით, – ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტი ლაი ცინ-დე აცხადებს.

მისი თქმით, ტაივანი პეკინის დაქვემდებარებაში არ არის და მხოლოდ ტაივანელ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ცინ-დემ ასევე აღნიშნა, რომ მისმა დემოკრატიულ-პროგრესულმა პარტიამ 1999 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ტაივანის სუვერენიტეტს უსვამს ხაზს.

მისივე თქმით, ტაივანის სუვერენიტეტის დარღვევა ან ანექსია არ შეიძლება და ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.

„ყველას ნათლად ესმის, რომ ტერმინი „ტაივანის დამოუკიდებლობა“ სინამდვილეში ტაივანის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში არყოფნას გულისხმობს“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, პეკინში ოფიციალური ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში, განაცხადა, რომ „არ სურს, ვინმე დამოუკიდებელი გახდეს“. მოგვიანებით კი Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: „მოდით, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს“.