ტაივანის ლიდერის განცხადებით, ტაივანი თავს არ დახრის ჩინეთის ზეწოლის წინაშე
ტაივანის ლიდერის განცხადებით, ტაივანი თავს არ დახრის ჩინეთის ზეწოლის წინაშე

ტაივანის ლიდერის განცხადებით, ტაივანი თავს არ დახრის ჩინეთის ზეწოლის წინაშე. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინ-ვენის განცხადებით, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ტაივანი, მით უფრო მეტია ჩინეთის ზეწოლა. მისი თქმით, ტაივანი დემოკრატიის დაცვისთვის იბრძვის და ჩინეთი ვერ აიძულებს მის მიერ დაწესებული გზის გავლას, რაც არ ითვალისწინებს თავისუფლებას, დემოკრატიას და სუვერენიტეტს.

გასულ დღეს, ჩინეთის რევოლუციის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება აუცილებლად უნდა შესრულდეს.

რამდენიმე დღის წინ ტაივანის საჰაერო სივრცე რეკორდული რაოდენობის ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს. ტაივანის ლიდერის თქმით, ჩინეთის სამხედრო ფრენებმა ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში სერიოზულად იმოქმედა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საავიაციო უსაფრთხოებაზე. მისი თქმით, არსებული სიტუაცია უფრო რთული და დაძაბულია ვიდრე გასულ 72 წელიწადში.

დატოვე კომენტარი