ტაივანის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 19 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა
ტაივანის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 19 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა

ტაივანის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის 19 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა.

ტაივანის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთმა მისიის ფარგლებში „ჯეი 10“-ის, „სუ-30“-ის და „ეიჩ-6“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები გაგზავნა, რომელთა ნაწილს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

ტაივანში აცხადებენ, რომ ჩინეთის თვითმფრინავების გაფრთხილების მიზნით, სარაკეტო სისტემები განლაგდა და სამხედრო თვითმფრინავები გაიგზავნა. პეკინში ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

გასულ კვირაში ტაივანის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ტაივანის თავდაცვის სისტემის პარალიზება მოახდინონ და რომ ჩინეთის საფრთხე იზრდება.

1949 წლის ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს ცალკე მთავრობები ჰყავთ. ჩინეთი ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას და მის დასაბრუნებლად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მაგრამ ტაივანი საკუთარ თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.