ტაივანი ჩინეთის თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
ტაივანი ჩინეთის თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ტაივანი ჩინეთის თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საფრთხე უკავშირდება ტაივანის მახლობლად ჩინეთის სამხედრო წვრთნების მიმდინარეობას და პეკინმა შესაძლოა, ტაიპეიზე თავდასხმა გადაწყვიტოს.

ცაი ინვენი ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად ჯანსაღად აზროვნებენ ჩინელი პოლიტიკოსები.

„ჩვენი სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს და დარწმუნებული არიან, რომ არსებულ საფრთხეებს გაუმკლავდებიან“, – განაცხადა ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ტაივანი ჩინეთს 1949 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ გამოეყო. გასული საუკუნის შემდეგ, ტაივანს საკუთარი ადმინისტრაცია მართავს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. 2005 წელს ჩინეთის უმაღლესმა საკანომდებლო ორგანომ „ქვეყნის გაყოფის პრევენციის კანონი“ მიიღო. დოკუმენტში პირველად იყო იურიდიულად გამყარებული ტაივანთან მიმართებაში ძალის გამოყენების შესაძლებლობა. 2017 წელს ტაივანში განაცხადეს, რომ ჩინეთის სამხედრო საფრთხე ყოვედღიურად იზრდებოდა.