ტაივანი ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების მასშტაბური შეჭრის შესახებ იუწყება
ტაივანი ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების მასშტაბური შეჭრის შესახებ იუწყება

ტაივანი ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავების მასშტაბური შეჭრის შესახებ იუწყება. ტაივანის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, 24 იანვრის ოპერაციაში 15 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ სეპარატისტულ ტერიტორიად მიიჩნევს, თავად ტაივანი კი საკუთარ თავს სუვერენულ სახელმწიფოდ ხედავს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ჩინეთი ტაივანის მიმართ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის დონეს ამოწმებს.

ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები უკვე მეორე დღეა, რეგულარულად დაფრინავენ კუნძულის მახლობლად. გავრცელებული ცნობით, 23 იანვარს ტაივანის სამხრეთ-დასავლეთის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში ჩინეთის ბირთვული იარაღის გადამტანი რვა ბომბდამშენი, ოთხი ავიაგამანადგურებელი და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო სამხედრო თვითმფრინავი შევიდა. რაც შეეხება 24 იანვარს, ტაივანის ხელმძღვანელობა 12 ავიაგამანადგურებლის, ორი ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავის და ერთი სადაზვერვო საჰაერო ხომალდის შეჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტაივანთან კავშირები გაღრმავდება. პეკინში კუნძულზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად ძალის გამოყენებას არ გამორიცხავენ.