სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა არ დაასახელა ინგლისელი ენტონი ჯოშუა თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეებს შორის.
„მე პატივს ვცემ ტაისონ ფიურის, დეონტეი უაილდერს. ასევე დავასახელებ ენდი რუისს, ხოლო ლომაჩენკო ნამდვილი ოსტატი და მხეცია. ის თითქოს ცეკვავს რინგზე. აგრეთვე გამოვყოფდი ჯერვონტ დევისს. დღეს ბევრი ღირეული მოკრივე არსებობს,“ – განაცხადა ტაისონმა თავის პოდკასტში.
უფრო ადრე, 53 წლის ამერიკელმა აღიარა, რომ მზად არის რინგზე დაბრუნდეს საქველმოქმედო ბრძოლების ჩასატარებლად.