ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი პირდაპირ ეთერში ატირდა, როცა განვლილ წლებს იხსენებდა.
„ნაპოლეონი, ალექსანდრე მაკედონელი, მე მათ შესახებ ყველაფერი წავიკითხე, შევისწავლე, – მოჰყავს ტაიოსნის სიტყვები BJ Penn. – მე ბრძოლის ხელოვნება ვიცი და ეს არის ერთადერთი, რასაც ვსწავლობდი. სწორედ ამიტომ ეშინოდათ ჩემი, როცა რინგზე გავდიოდი. მე ამისთვის ვიყავი დაბადებული.
ეს დღეები გაქრნენ. დარჩა სიცარიელე, მეტი არაფერი. ახლა ომის ნაცვლად, შეგუების ხელოვნებაზე ვმუშაობ. აი, ამიტომ ვტირი. მე ის ადამიანი აღარ ვარ. მე არ ვაძლევ უფლებას, რომ ის კაცი გარეთ გამოვიდეს. თუ ასე მოხდება, ჯოჯოხეთი მეწვევა. ეს საერთოდ არ არის სასაცილო“.