ტაისონი-ჯონსის ორთაბრძოლაში ნოკაუტი დაშვებული იქნება
ტაისონი-ჯონსის ორთაბრძოლაში ნოკაუტი დაშვებული იქნება

კრივში მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის საგამოფენო ორთაბრძოლაში დაშვებული იქნება ნოკაუტი. ამის შესახებ ბრძოლის პროდუსერმა რაიან კავანუმ განაცხადა.

„ნოკაუტი ნებადართულია. ვიღაცამ გამოაცხადა, რომ ამ ბრძოლაში ნოკაუტი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. გარდა ამისა, თუ რომელიმე მოკრივეს სისხლდენა დაეწყება, ბრძოლა მაინც გაგრძელდება“, – თქვა კავანუმ.

მანვე აღნიშნა, რომ ბრძოლა რვა რაუნდისგან იქნება შემდგარი. თითო რაუნდის ხანგრძლივობაა – ორი წუთი. შეხვედრაზე არ იმუშავებს ოფიციალური სამსაჯო ბრიგადა, თუმცა, დარბაზში იქნება WBC-ის ვერსიით მსოფლიო სამი ყოფილი ჩემპიონი, რომლებიც განსაზღვრავენ გამარჯვებულს იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლა ნაადრევად არ დასრულდება.

ტაისონი და ჯონსი 28 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდებიან ერთმანეთს.