ტაისონ ფიურიმ შერეულ ორთაბრძოლებში გამოჩენის სურვილი დაადასტურა (ვიდეო)
ტაისონ ფიურიმ შერეულ ორთაბრძოლებში გამოჩენის სურვილი დაადასტურა (ვიდეო)
სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები პროფესიონალი მოკრივის, ტაისონ ფიურის შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობასთან დაკავშირებით.
კრივში დაუმარცხებელმა მძიმეწონოსამმა ჩემპიონმა, რამდენიმე დღის წინ ვარჯიში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლთან დარენ ტილთან გამართა.
გუშინ ფიური სტუმრად ერთ-ერთ ბრიტანულ გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც ოქტაგონზე გამოჩენის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„მე კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ სამი ბრძოლა უნდა გავმართო კრივში, ამის შემდეგ კი UFC-ის ოქტაგონისა და შერეული ორთაბრძოლების ჯერი დადგება, მე მაქვს სურვილი, რომ სტიპე მიოჩიჩს ვებრძოლო.“ – განაცხადა ფიურიმ. უნდა აღინიშნოს, რომ სტიპეს გვარი ფიურიმ შეცდომით თქვა.

 

View this post on Instagram

 

Check me out on the @russellhoward this Thursday 10pm

A post shared by Tyson Fury (@gypsyking101) on