ტაისონ ფიური უაილდერის დამარცხების შემთხვევაში კარიერის დასრულებას აპირებს
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ მიანიშნა, რომ კარიერას დაასრულებს, თუ WBC-ის ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დეონტეი უაილდერის დამარცხებას შეძლებს. უაილდერისა და ფიურის მატჩ-რევანში ლას ვეგასში 22 თებერვალს გაიმართება. მათ პირველ ბრძოლაში 2018 წლის დეკემბერში ფრე დაფიქსირდა.
„როცა უაილდერს დავამარცხებ, თამაშს დავასრულებ. კარიერაში ყველა საჩემპიონო ქამარი მექნება მოგებული – მეორეხარისხოვნიდან დაწყებული, პრესტიჟულებით დამთავრებული. ორჯერ მექნება აღებული The Ring-ის ქამარი, რითაც მოჰამედ ალის შემდეგ, ასეთი მიღწევით მეორე ადამიანი გავხდები.
ამიტომაც, აღარ დამჭირდება კიდევ ჩხუბი. რაღა აზრი აქვს? რას მივიღებ ამისგან?“ – განაცხადა ფიურიმ.