სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური ბენ დევინსონთან აღარ თანამშრომლობს და ახალ მწვრთნელს ეძებს.
„ტაისონსა და მე მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით“, – მოჰყავს დევისონის სიტყვები „დეილი მეილს“.
22 თებერვალს, ლას ვეგასში ფიური ამერიკელ დეონტეი უაილდერთან რევანშს გამართავს. ამ მოკრივეებს შორის პირველი ბრძოლა 2018 წლის პირველ დეკემბერს ფრედ დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოამზადებს ამ ბრძოლისთვის ბრიტანელ მოკრივეს.
ადრე ფიურიმ განაცხადა, რომ აპირებს შერეულ ორთაბრძოლებში მოსინჯოს ძალები და მას ცნობილი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი მოამზადებს.