ტაისონ ფიური კარიერის დასრულების შესახებ - კრივში მიზანი არ მაქვს #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ კომენტარი გაუკეთა კარიერის სავარაუდო დასრულებას.
„Top Rank-თან და ESPN-თან კონტრაქტების მიხედვით, ერთი ბრძოლა დამრჩა ჩასატარებელი. ახლა კრივზე არ ვფიქრობ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება. არ ვიცი კიდევ უნდა ვიჩხუბო თუ არა. საქმე ფულში ან ტიტულების დაცვაში არ არის. მინდა დილაობით ავდგე, მცირე ვარჯიშები ჩავატარო და ცხოვრებით სიამოვნება მივიღო. კრივში არანაირი მიზანი არ დამრჩა, გავაკეთე ყველაფერი და მოვიგე ყველაფერი. ყოველთვის ვიქნები ჩემპიონი – ეს ფაქტი ისტორიაშია შესული“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები გაზეთ The Telegraph-ს.
ტაისონ ფიურიმ პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა ჩაატარა – 31 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ერთი კვირის წინ, მან მე-11 რაუნდში ნოკაუტით მოუგო ამერიკელ დეონტეი უაილდერს.