სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ (30-0-1, 21KO) ილაპარაკა იმის შესახებ, როდის შეიძლება დაასრულოს პროფესიული კარიერა.
„მე და დერეკ ჩისორა – ბოლო მებრძოლები ვართ ჩვენს ეპოქაში. ჩვენ ვართ ბოლოები, ვინც აქამდე გაძლო. ყველა დანარჩენმა, ვინც წარსულში ჩხუბობდა, კარიერა დაასრულა.
გულახდილი რომ ვიყო, კარიერაში არც ისე ბევრი ბრძოლა მქონდა, რომელიც ნამდვილ ომს ჰგავდა. არ მიმიღია ბევრი დარტყმა. მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს.
როცა ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდება, უბრალოდ წავალ და აღარ ვიჩხუბებ რინგზე. მეცოდინება, რომ უკვე საკმარისია, რადგან იმ მომენტში აღარ შემეძლება იმის გაკეთება, რასაც ჩემი დიდების დღეებში ვაკეთებდი“, – თქვა ფიურიმ.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მოკრივემ განაცხადა, რომ აღარ აპირებს მესამედ ამერიკელ დეონტეი უაილდერთან ბრძოლას.