კრივში მსოფლიოს სხვადასხვა ვერსიით ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ ბრიტანელ ხალხს მიმართა. ფიური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაუჯერონ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს და სახლებში დარჩნენ.
ტაისონმა ხალხს აუხსნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.
დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით დაინფიცირებული 6600-ზე მეტი ადამიანია. 335-ზე მეტი ვირუსმა იმსხვერპლა.