ტაისონ ფიური - დარწმუნებული არ ვარ, რომ ჯოშუასთან ბრძოლა გაიმართება
ბრიტანელი მოკრივე ტაისონ ფიური ეჭვობს, რომ შეთანხმების მიუხედავად, მისი ბრძოლა თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან არ გაიმართება. ადრე გახდა ცნობილი, რომ მხარეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს ორი ბრძოლის გამართვაზე, მათგან პირველი 2021 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.
„ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა გაიმართება, – თქვა ფიურიმ. – არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ენტონი ჯოშუასთან ვიჩხუბებ“.
პრესის ინფორმაციით, თითოეული მოკრივის ჰონორარი პირველი ბრძოლისთვის 125 მილიონი დოლარი იქნება.
ფიური და ჯოშუა სუპერმძიმე წონაში ყველაზე პრესტიჟული საჩემპიონო ქამრების მფლობელები არიან.