სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური უახლოეს მომავალში ტიტულის დასაცავ ორთაბრძოლას ჩაატარებს.
როგორც ჟურნალისტი მაიკ კოპინჯერი თავის „ტვიტერში“ წერს, ბრიტანელი მოკრივის ორთაბრძოლა 5 დეკემბერს, ლონდონში გაიმართება. 32 წლის ფიურის მეტოქედ ასახელებენ 28 წლის გერმანელ მოკრივეს, ევროპის ყოფილ ჩემპიონს აგიტ კაბაიელს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა უკვე შეათანხმეს გარიგების დეტალები და მალე კონტრაქტიც გაფორმდება. ბრიტანეთში ბრძოლის ტრანსლიაციას მოაწყობს BT Box Office, ამერიკის შეერთებულ შტატებში – ESPN.