ტაირის ჰალიბარტონი აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო 2025-26 წლების სეზონს გამოტოვებს #1TVSPORT
ტაირის ჰალიბარტონი აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო 2025-26 წლების სეზონს გამოტოვებს #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსის“ ინფორმაციით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტაირის ჰალიბარტონი NBA-ს სუპერფინალში მიღებული ტრავმის გამო 2025-2026 წლების სეზონს სრულად გამოტოვებს.

პეისერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტის, კევინ პრიტჩარდის აზრით, ჰალიბარტონი იმაზე უკეთესი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე, თუმცა მისი მომავალ სეზონში თამაში გამორიცხულია.

ამერიკელმა კალათბურთელმა აქილევსის მყესი NBA-ს ფინალის მეშვიდე თამაშის დასაწყისში გაიწყვიტა. „ინდიანას“ ცნობით, მას ოპერაცია 23 ივნისს ნიუ იორკის სპეციალურ ქირურგიულ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

2025 ჰალიბარტონისთვის ისტორიული წელი გამოდგა – არაერთი გადამწყვეტი ქულა ჩააგდო და უპრეცედენტო სტატისტიკური მაჩვენებლები დააფიქსირა. გასულ სეზონში, 73 თამაშში მან საშუალოდ 18.6 ქულა, 3.5 მოხსნა და 9.2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ჰალიბარტონის არყოფნის გამო მომავალი სეზონი „პეისერსისთვის“ გარდამავალი იქნება. გუნდმა უკვე დაკარგა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც NBA-ში კარიერის პირველი 10 წელი „ინდიანაში“ გაატარა, თუმცა თავისუფალი აგენტის სტატუსით „მილუოკი ბაქსს“ შეუერთდა.

გივი ცერაძე