„თაიმსი“ - „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩმა კორონავირუსით 41 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
„თაიმსი“ - „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩმა კორონავირუსით 41 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

კომპანია Edge Health-მა ჩაატარა კვლევა და გაარკვია, რამდენი სასიკვდილო შემთხვევა გამოიწვია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალმა „ლივერპულსა“ და „ატლეტიკოს“ შორის, რომელიც „ენფილდის“ სავსე ტრიბუნების ქვეშ გაიმართა.

„თაიმსი“ იტყობინება, რომ ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით. ამ მონაცემთა მოდელირების დახმარებით გაირკვა, რომ თამაშმა კორონავირუსის მიზეზით, მინიმუმ 41 სასიკვდილო შემთხვევა გამოიწვია. სულ სტადიონზე 52 ათასი მაყურებელი იყო და მათგან სამი ათასი – „ატლეტიკოს“ გულშემატკივრობდა.

„არანაირი აზრი არ ჰქონდა ლივერპულში „ატლეტიკოს“ სამი ათასი ფანის გაშვებას. ეს შეცდომა იყო. უკვე მაშინ უფრო ფრთხილები უნდა ვყოფილიყავით“, – აპრილში განაცხადა მადრიდის მერმა ზოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ.

მატჩი 11 მარტს გაიმართა და იმ მომენტისთვის, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 600 ათასი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დიდ ბრიტანეთში – 100 ათასი.