ტაიმაუტის ექსკლუზივი | ლერი ხაბელოვი - პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტუმრობდა.
ლერი ხაბელოვმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები დაასახელა – ეს საპატიო მისია ნინო სალუქვაძესა და ლაშა ტალახაძეს ხვდათ წილად.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო დარჩა – პარიზი 2024 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.
ჩვენი ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით წარსდგება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.