ტაიმაუტის ექსკლუზივი | ელგუჯა ბერიშვილი - გახსნის ცერემონიალზე საქართველო 9 სპორტსმენით გამოვა #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტიში“ ტოკიოდან ჩაერთო ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი. ის სპორტსმენებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ავტობუსით გახსნის ცერემონიალზე მიემგზავრებოდა.
„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კოვიდ-პანდემიის რეგულაციები ბევრ დროსა და ნერვებს მოითხოვს. ჩვენი ამოცანაა შეჯიბრებამდე სათანადო კონდიციებით და ჯანმრთელად მივიდეთ.
ახლა მივემგზავრებით განახლებული ოლიმპიური სტდიონისკენ, სადაც გაიმართება გახსნის ცერემონიალი. რადგან მკაცრი შეზღუდვებია, სულ 15 ადამიანი იქნება საქართველოდან 9 სპორტსმენი, 6 ოფიციალური პირი.“
ვრცლდება ინფორმაცია, რომ ოლიმპიადაზე საწოლები მუყაოსია. ამასთან დაკავშირებით ელგუჯა ბერიშვილმა მოკლედ თქვა:
„ჩვენც გვქონდა შეკითხვა საწოლებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ბევრი მძიმეწონოსანი სპორტსმენი გვყავს. მაგალითად, გიგანტი ლაშა ტალახაძე. თუმცა ის ჩამოვიდა, დაბინავდა და ჯერჯერობით პრობლემები არ გვქონია. ასე რომ, ისევე როგორც ტოკიო, ჩვენი გუნდიც მზადაა ოლიმპიადისთვის“.