ზაფხულის შესვენების შემდეგ, „ტაიმაუტმა“ საქართველოს პირველ არხზე ახალი სეზონი დაიწყო.
ახალი სეზონიდან გადაცემა ახალ დროს, 18:45 საათიდან გავა, ხოლო „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ვლადიმერ გუცაევთან ერთად ეთერში შაბათობით, 14:00 საათზე დაიწყება.
გადაცემას კიდევ ერთი ახალი წამყვანი ეყოლება – გიორგი თვალაბეიშვილთან, ხატია ალადაშვილთან და ლუკა ჭოჭუასთან ერთად, გადაცემას კვირაში ორჯერ შეუერთდება ქეთი ხატიაშვილი, რომელიც საინტერესო სიახლეებსა და სიუჟეტებს შემოგვთავაზებს.
დღეს პირველი გადაცემის სტუმარი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ არველაძეა, რომელმაც კოსოვოსთან და ესპანეთთან საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩები შეაფასებს.