#ტაიმაუტი | ვილი სანიოლი - ესპანეთს და შვედეთს ჯგუფიდან გასვლა უნდა გავურთულოთ
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას უპასუხა წამყვანის კითხვას, როგორ გამოიჩინა სითამამე და როგორ გარისკა საქართველოს ნაკრების ჩაბარება.
„საქართველო ნამდვილად რთულ ჯგუფში მოხვდა – ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო. მაგრამ ჩვენ ამბიციაზე ვსაუბრობთ. ვხედავდი, რომ საქართველოს ნაკრებში გარკვეული ხარისხი იყო. ვიცნობდი საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ადრე მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ახლა ჩვენ ვთანამშრომლობთ, რადგან ვგრძნობ მაფასებენ და ფეხბურთის განვითარება სურთ. მე აქ შედეგის მისაღწევად ჩამოვედი. ესპანეთი და შვედეთი შესარჩევი ჯგუფებიდან სულ გადიან, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ მათ გასვლა გავურთულოთ. გვსურს, რომ ამ ჯგუფში რთული ოპონენტები ვიყოთ“, – განაცხადა ვილი სანიოლიმ.
მან ფეხბურთელების სელექციაზე ილაპარაკა:
„მთავარია, იცოდე ადგილობრივი კულტურა, რომ გაიგო, მოთამაშეებთან თანამშრომლობა როგორ ააწყო. მე უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო ვიცნობ. მთავარი ამოცანაა, ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატს დავაკვირდე. მე და ჩემი ასისტენტი ფუნქციებს გადავინაწილებთ, რომ თამაშებს დავესწროთ და მოთამაშეებს დავაკვირდეთ“.