ვილი სანიოლი - ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებში საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო [ვიდეო]
ვილი სანიოლი - ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებში საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო [ვიდეო]

საფეხბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც საქართველოს ნაკრებში მუშაობას დათანხმდა.

„როდესაც სამწვრთნელო კარიერას ირჩევ, იცი, რომ რთულ გზას ადგები. მუდმივად გიწევს მოგზაურობა და საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილზე გადასვლა. თუმცა, სფფ-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თვითონაც მოთამაშეები იყვნენ და ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ამ შემოთავაზებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მათ მარტივად ამიხსნეს საკუთარი მოლოდინები და შესაძლებლობები. ფეხბურთი მარტივ თამაშად რჩება. იმ გარემომ, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დროს შეიქმნა, ამ ნაბიჯის გადადგმაში დამარწმუნა. ვიცი, რომ აქ საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო“, – ამბობს ვილი სანიოლი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს პირველად მარტში გაუძღვება. „ჯვაროსნები“ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამ ოფიციალურ შეხვედრაში გაუძღვება – 25 მარტს გასვლაზე სტოკჰოლმში შვედებთან, 28 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენზე“. ხოლო 31 მარტს ათენში – საბერძნეთის წინააღმდეგ.