ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - უკრაინასთან გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის კარს შევაღებთ #1TVSPORT
უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული. მან საუბარი სატურნირო მდგომარეობით დაიწყო:
„მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიდან ფიბა-მ რუსეთი მოხსნა, ის ორი მოგება, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოვიპოვეთ, გაუქმებულია, მომდევნო ეტაპზე არ გადაგვყვება. ჩათვალეთ, რომ ორი მოგება წაგვართვეს. მომდევნო ეტაპზე ჩვენთან ერთად გადმოვლენ ნიდერლანდები, იტალია და ისლანდია. მესამეადგილოსან ნიდერლანდებს სამი წაგება ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წაგებები გაუუქმეს, ჩვენ – მოგებები.
თუმცა, წუწუნი არ გვჩვევია. საქართველოს ნაკრები შემართულია და უკრაინასთან მატჩისთვის თბილისში სერიოზულად ემზადებოდა. ჯერ საქართველოში მყოფები ვარჯიშობდნენ, მერე ლეგიონერები შემოგვიერთდნენ, ბოლო ოთხი დღე გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საბრძოლო განწყობაა, ვერ დავუშვებ რომ ვერ მოვიგოთ, მაგრამ არ უნდა დავავიწყდეს, როგორ თამაშობდნენ უკრაინელები თბილისში. იოლი მატჩი არ გველის.
სრულიად რეალურია, რომ უკრაინასთან გამარჯვებულებმა, ესპანეთის ნაკრებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ და იქაც გავიმარჯვოთ. ასე ვიტყოდი, კარებს დღევანდელი მატჩის მოგებით გავაღებთ და ესპანეთთან წარმატებით შევდგავთ ნაბიჯს მსოფლიო ჩემპიონატზე“.