მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | საქართველო-უკრაინა რიგაში - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | საქართველო-უკრაინა რიგაში - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინაა, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო მასპინძელ ქალაქად რიგა აირჩია. მატჩი 1 ივლისს 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავთ.

 

ძველი ნაცნობები

საქართველო უკრაინას სანაკრებო დონეზე ექვსჯერ შეხვედრია და ოთხი გამარჯვება ჩვენი გუნდის ანგარიშზეა.

შემადგენლობებიდან გამომდინარე, ფავორიტი საქართველოა, თუმცა კალათბურთელები და მწვრთნელებიც აღიარებენ, რომ ურთულესი მატჩი იქნება. თუნდაც მთავარი ფაქტორის, მწვრთნელის გათვალისწინებით – უკრაინას ლატვიელი აინარს ბაგაცკისი წვრთნის, რომელსაც საქართველოშიც უმუშავია და მეტოქის რანგშიც არაერთხელ შეხვედრია „ჯვაროსნებს“.

აინარს ბაგაცკისის გუნდებთან ყოველთვის დაძაბული შეხვედრები გვქონდა. თუმცა გაგახსენებთ იმასაც, რომ ბაგაცკისის გაწვრთნილ ლატვიისა და უკრაინის ნაკრებებს საქართველოსთვის ერთხელაც არ მოუგიათ. ყველაზე სასიამოვნოდ 2012 წელს სწორედ რიგაში გამართული მატჩი გვახსენდება – ლატვიის ნაკრები ანგარიშით 73:70 დავამარცხეთ და ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ.

 

მატჩის მნიშვნელობა სატურნირო თვალსაზრისით

სხვათა შორის, უკრაინასთან დღევანდელი მატჩის შედეგსაც დიდი ფასი აქვს. მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მსოფლიოს შესარჩევზე ორ მოგებას მოაგროვებს და მომდევნო ეტაპზე უკრაინის ნაკრები ქართველების კონკურენტები ვეღარ იქნებიან ჯგუფიდან გასვლის საკითხში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ტურნირიდან მოიკვეთა და ოთხგუნდიანი H ჯგუფიდან დარჩენილი სამივე ნაკრები – იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ჯგუფის ყველა წევრთან რუსეთის ჩატარებული თამაშების შედეგები ანულირდა და იტალიას, ჰოლანდიასა და ისლანდიას მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშებ მატჩებში მოპოვებული ქულები გადაჰყვებათ. სწორედ ამ სამეულს დაემატება G ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები – ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია.

შეიქმნება საკვალიფიკაციო – 6-გუნდიანი, I ჯგუფი, სადაც პარიტეტის დაცულობის გამო ფიბა-მ ოფიციალური წესებით გათვალისწინებული მეთოდი გამოიყენა და G ჯგუფიდან გასულ გუნდებს (ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია) გაუუქმა იმ გუნდთან მოპოვებული ქულები, რომელიც ამ ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს (უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია). შესაბამისად, მეორე 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში ყველა მონაწილეს ქულები თანაბარი მატჩებიდან ექნებათ აღებული. გავიმეორებთ, რომ პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფ გუნდებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან.

დღევანდელი მონაცემებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან მატჩის შედეგები ანულირდა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ბოლო ადგილზეა და მასთან ნათამაშები შედეგებიც არ ითვლება, ვიღებთ ასეთ სურათს:

G ჯგუფი

გუნდი
ესპანეთი 2 2 0 4
საქართველო 2 1 1 3
უკრაინა 2 0 2 2

ჩრდილოეთ მაკედონიას 4 მატჩიდან 4 აქვს წაგებული

დარჩენილი მატჩები

1 ივლისი

უკრაინა-საქართველო

ესპანეთი-მაკედონია

4 ივლისი

საქართველო-ესპანეთი

მაკედონია-უკრაინა

7 ივლისი

უკრაინა-ესპანეთი

 

H ჯგუფი

გუნდი
იტალია 3 2 1 5
ისლანდია 3 2 1 5
ნიდერლანდები 2 0 2 2

დარჩენილი მატჩები

1 ივლისი

ისლანდია-ნიდერლანდები

4 ივლისი

ნიდერლანდები-იტალია

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

უკრაინის ნაკრების შემადგენლობა

უკანახაზელები

ბოგდან ბლიჟნიუკი (ბუდიველნიკი)

ალექსანდრ კობეტსი (ბუდიველნიკი)

ვიტალი ზოტოვი (დნიპრო)

დენის ლუკაშოვი (პრომეტეი)

ჯერომ რენდლი (ბუდიველნიკი)

ისუფ სანონი (დნიპრო)

ილია სიდოროვი (პრომეტეი)

ფორვარდები

ივან ტკაჩენკო (ჩერკასკი მავპი)

ვიაჩესლავ ბობროვი (დნიპრო)

ანდრიი ვოინალოვიჩი (კიევი)

ვლადიმირ გერუნი (ბუიუკჩეკმეჯე, თურქეთი)

ალექსანდრ ლიპოვოი (პრომეტეი)

სერგეი პავლოვი (დნიპრო)

ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეტეი)

სვიატოსლავ მიხაილიუკი (ტორონტო, NBA)

ცენტრები

დმიტრი სკაპინცევი (კიევი)

არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი)

ვიაჩესლავ კრავცოვი (დნიპრო)

დატოვე კომენტარი