აინარს ბაგაცკისი - საქართველოს გამოცდილი და ჭკვიანი ნაკრები ჰყავს [ვიდეო] #1TVSPORT
აინარს ბაგაცკისი - საქართველოს გამოცდილი და ჭკვიანი ნაკრები ჰყავს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 1 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა რიგაში 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ უკრაინელთა ლატვიელ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

„ვეძებდით ადგილს, სად შევძლებდით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვას. შევარჩიეთ ლატვიის დედაქალაქი რიგა, რადგან ამ ქვეყნის ფედერაცია და მთავრობა უკრაინას ძალიან ეხმარება.

საქართველოსთან რთული მატჩი იქნება. ყველა შეხვედრა მძიმეა, განსაკუთრებით საქართველოსთან დაპირისპირება, რადგან ქართველებს გამოცდილი და ჭკვიანი გუნდი ჰყავთ.

შენგელიას, შერმადინს, ბურჯანაძეს, ბითაძეს, მაკფადენს, ცინცაძეს კომენტარი არ სჭირდებათ – გამოცდილი, მაღალი დონის კალათბურთელები არიან.

სიტუაცია ჯგუფში ნათელია – ესპანეთი ფავორიტია, პირველ ადგილზე გავა. მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს, უკრაინას ბევრი შრომა სჭირდება, რომ ჯგუფიდან გავიდეს“.