ტაიმაუტი | ლაშა ჯაიანი - შემოდგომის ერთა თასზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც მსოფლიოს თასზე აუცილებლად წაგვადგება (ვიდეო)

მორაგბეთა ნაკრების ახალგაზრდა წევრი ლაშა ჯაიანი გასულ კვირას ინგლისის პრემიერშიფის „ვოსფსში“ ჩაირიცხა. იგი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო და ახალ კლუბზე საინტერესოდ ილაპარაკა.

„ჩემს ტრანსფერზე გარკვეულწილად იმოქმედა საქართველოს ნაკრების შემოდგომის ერთა თასზე გამოსვლამ. მწვრთნელებმაც მითხრეს, რომ ჩემი თამაში რვა ერის მატჩებისას ნახეს. ამასთან, რეკომენცადია გამიწიეს ჩემი უნივერსიტეტის და სკოლის მწვრთნელებმაც. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ასეთი დონის გუნდში მოვხვდი“, – აღნიშნა ჯაიანმა.

მან კონტრაქტზეც ილაპარაკა:

„გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ექვსი თვე „ვოსფსში“ ვითამაშებ, რის შემდეგაც, თუ ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, ავტომატურად გაგრძელდება ხელშეკრულება, თუმცა მომავალ სეზონში გცილებით უკეთესი პირობებით.“

ლაშა ჯაიანმა შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაც შეაფასა:

„შედეგი დადებითად ვერ შეფასდება, რადგან ყველა მატჩი წავაგეთ. უელსთან და ირლანდიასთან კარგად ვითამაშეთ. გვყავს ახალგაზრდა გუნდი, რომელიც 2023 წლის მსოფლიოს თასისთვის ემზადება. შემოდგომის ერთა თასზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, რაც მსოფლიოს თასზე აუცილებლად წაგვადგება“.

დატოვე კომენტარი