ტაიმაუტი | დავითაშვილმა კვარაცხელიაზე ილაპარაკა - ჩავარდნა ყველას აქვს, ხვიჩა მალე ჩვეულად ათამაშდება #1TVSPORT
ტაიმაუტი | დავითაშვილმა კვარაცხელიაზე ილაპარაკა - ჩავარდნა ყველას აქვს, ხვიჩა მალე ჩვეულად ათამაშდება #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თავისი მეგობრის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებისა და ტულის „არსენალის“ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც კოსოვოსთან გამარჯვების გოლი გაიტანა, დარწმუნებულია, რომ ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ჩავარდნას მალე დაძლევს:

„ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. ჩემი აზრით, მას არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს. ეს ფეხბურთია და არის მომენტები, როდესაც მოთამაშეს ჩავარდნა აქვს და რაღაც შეიძლება არ გამოსდიოდეს. ასე იყო წინა 2-3 შეხვედრაში, მაგრამ ბოლო ტურში „ლოკომოტივთან“ მატჩს, ალბათ, ყველამ უყურეთ და დამეთანხმებით, მაღალ დონეზე ითამაშა“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და ტულის „არსენალის“ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი, დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია ჩვეულ დონეს უბრუნდება:

„ჩემი აზრით, შემდეგი ტურებიდან ხვიჩა ჩვეულად ათამაშდება, გოლებსაც გაიტანს და ისეთი დონეს დაუბრუნდება, როგორიც მაყურებელს ახსოვს“.

დატოვე კომენტარი