ტაიმაუტი | ბაჩო ხურციძე - ქართული ფრანშიზის კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ, არა მხოლოდ ევროპულ ტურნირზე, არამედ სამხრეთაფრიკული მოდელის მიმართულებითაც #1TVSPORT
ტაიმაუტი | ბაჩო ხურციძე - ქართული ფრანშიზის კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ, არა მხოლოდ ევროპულ ტურნირზე, არამედ სამხრეთაფრიკული მოდელის მიმართულებითაც #1TVSPORT

ქართული სარაგბო ფრანშიზის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და გარდა ევროპული ტურნირისა, ის სავარაუდოდ, სამხრეთაფრიკულ გათამაშებაშიც ჩაერთვება.

ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა:

„ფრანშიზის კუთხით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ეს არ ეხება მხოლოდ ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირს. ვმუშაობთ სამხრეთაფრიკული მოდელის მიმართულებითაც, სადაც არგენტინული კლუბი თამაშობდა თავის დროზე. იმის შესახებ ინფორმაციას, თუ სად, როგორ და რა კომპოზიციით ითამაშებს ქართული ფრანშიზა, უახლოეს მომავალში დავაანონსებთ. ბევრი სიახლე გვაქვს, რომელიც გვსურს, რომ ამ თვეში (მაისის ბოლომდე) განვაცხადოთ და გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან სასიამოვნო სურპირიზი იქნება“.

ბაჩო ხურციძემ განაცხადა ისიც, რომ ქართულ ფრანშიზას, დიდი ალბათობით, „მსოფლიო რაგბის“ ფინანსური მხარდაჭერაც ექნება. ორგანიზაციასთან ონლაინ-შეხვედრა 11 მაისს იგეგმება და დამატებითი დეტალები სწორედ მაშინ გახდება ცნობილი.