ტაილანდში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ტაილანდში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლა გაიმართა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციაში, რომელიც ლოზუნგით – „გარბენი დემოკრატიის წინ“ მიმდინარეობდა, 13 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
პარალელურად, ბანგკოკში კონტრაქცია გაიმართა. მთავრობის მომხრეთა აქციაშიც დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი მონაწილეობდა.
ტაილანდს 2014 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გენერალი პრაიუტ ჩან ონა მართავს.