ტაილანდის ხელისუფლება - მღვიმეში ჩარჩენილი ექვსი ბავშვი გამოყვანილია
ტაილანდის ხელისუფლება - მღვიმეში ჩარჩენილი ექვსი ბავშვი გამოყვანილია

ტაილანდის ხელისუფლება ადასტურებს, რომ მაშველებმა ორი კვირის წინ მღვიმეში ჩარჩენილი 12 ბავშვიდან ექვსი გამოიხსნეს. ინფორმაციას „როიტერი” და „ფრანს პრესი” ადასტურებენ.

ამჟამად გადარჩენილები საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ ვინაობას ხელისუფლება ჯერჯერობით არ ამხელს.

შეგახსენებთ, ტაილანდის მთავრობამ მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდების გამოხსნის ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ბავშვებს საღამოსთვის გამოიყვანდნენ, თუმცა წყლის დონის კლების გამო, ოპერაცია უფრო სწრაფად ჩაატარეს.