თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს
თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს

დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ა. ფ., 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1980 წელს დაბადებული კ.ყ. დააკავეს, ხოლო 1986 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და სხვადასხვა შპს-სგან იჯარის ხელშეკრულებით იქირავეს ექვსი ავტომობილი, რომლებიც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნაწილებად დაშალეს.

სამართალდამცველებმა ოთხი ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.