თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.