ტაბიძის თანაგუნდელს ვირუსი არ დაუდასტურდა - ქართველი მცველი თვითიზოლაციაშია
ტაბიძის თანაგუნდელს ვირუსი არ დაუდასტურდა - ქართველი მცველი თვითიზოლაციაშია

საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველის, ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელი, ოლივიე ტილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან იყო ეჭვი, რომ მას კორნავივირუსი ჰქონდა.

ლუქსემბურგელი ნახევარმცველი „უფაში“ 2018 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე პირველი ლუქსემბურგელი ლეგიონერი გახდა.

ტილი უფას ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით დილით მოათავსეს.

მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვადიმ ევსეევის თქმით, საბედნიეროდ, დიაგნოზი არ დადასტურდა. თუმცა, ამ საფრთხის გამო, ახლა „უფას“ ყველა ფეხბურთელი და პერსონალი, ვისთანაც ლუქსემბურგელს კონტაქტი ჰქონდა, სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.